ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენ გვაქვს სასაკლაო, რომელსაც ვეძახით გზას – მაგისტრალს” – გოჩა მირცხულავა ქობულეთი–ბათუმის გზაზე

“ჩვენ გვაქვს სასაკლაო, რომელსაც ვეძახით გზას – მაგისტრალს” – გოჩა მირცხულავა ქობულეთი–ბათუმის გზაზე
ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
გახსოვთ, ქუთაისის შემოვლითი გზა რომ გაიხსნა და დღე არ გავიდოდა ავარია არ მომხდარიყო. მოკლე ვადაში მსხვერპლიც საკმაოდ დიდი იყო. ახლა რაც ქობულეთი-ბათუმის გზაზე ხდება კიდევ უფრო უარესია. დღეში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა და მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ახლა სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი დედა და შვილია.
არ დავიწყებ სპეციალისტობის დაბრალებას ამ საქმეში, მაგრამ ის ნამდვილად ცხადია, რომ რეალურად ანალოგიური ვითარება გვაქვს უფრო მძიმე შედეგებით, რაც გვქონდა ქუთაისის შემოვლით გზაზე.
მიზეზი იქაც და ქობულეთ-ბათუმის მონაკვეთზეც ერთია – ზოლების რაოდენობა. რეალურად რაც გვაქვს ეს არის ერთი მიმართულების გზა და არა ორის.
გზის გეგმარებაზე და სხვა საინჟინრო ნიუანსებზე არაფერს ვიტყვი. იქნებ სპეციალისტებმა ამიღონ ხმა და ამ შემთხვევაში ნაცი-ქოცი არაფერ შუაშია, სათქმელი ყველამ უნდა თქვას – სხვაგვარად ჩვენ გვაქვს სასაკლაო, რომელსაც ვეძახით გზას – მაგისტრალს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.