ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება გაუმჯობესდება, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი, ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა
რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების განცხადებებს შეეხებოდა საქართველოსთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება და დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი.
„რა განცხადებებიც კეთდება, მიანიშნებს იმ უმძიმეს ღირებულებით კრიზისზე, რომელიც სრულიად აშკარაა ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს, პირველ რიგში, არის ღირებულებითი კრიზისი და მერე ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ვითარება შეიცვლება, გაუმჯობესდება, მათ შორის, დაიძლევა როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული და ღირებულებითი კრიზისი. ჩვენ გვაქვს სურვილი, 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა,“- განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, რომელიც უვიზო რეჟიმს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შანტაჟი უნდა დასრულდეს და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მოწოდება ყველას მიმართ.
„ჩვენ ყველასთან გვაქვს სათანადო კომუნიკაცია, შანტაჟი უნდა დასრულდეს ეს არის ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა.
Next: მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული