ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,, ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია 4 ოქტომბერს აქციაზე არ იქნება” – ლევან გოგიჩაიშვილი

,, ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია 4 ოქტომბერს აქციაზე არ იქნება” – ლევან გოგიჩაიშვილი

“გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ პარტია 4 ოქტომბერს ჩანიშნულ მასშტაბურ აქციაზე არ მივა.
“კედელზე თავის რახუნი და მუქარები ეს არის პროცესის ხელოვნურად რადიკალიზაცია. არჩევნები არის ერთადერთი, ყველაზე სწორი პროცესი ამ შემთხვევაში. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე.
ჩვენი პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ გავდივართ არჩევნებზე, მაგრამ ჩვენი პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას, ჩვენ არ ვიქნებით 4 ოქტომბერს იქ”, – თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.