ლევან ბერძენიშვილი: ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა

ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა, – ამის შესახებ პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი.

“4 ოქტომბერს შეიკრიბება ძალიან დიდი რაოდენობის ქართველი ხალხი იმიტომ, რომ ისეთები ამბობენ, რომ აქციაზე წასვლას აპირებენ, რომლებიც საერთოდ ნამყოფი არ არიან.

უზარმაზარი რაოდენობის ხალხი უარს ეუბნება თავის ხელისუფლებას იმ მომენტში, როცა ხელისუფლება საკუთარ თავს ებრძვის, იჭერს საკუთარ მინისტრებს და ეს პროცესი მიმდინარეობის მხოლოდ დასაწყისია.

მრავალი ასეული ათასი კაცი ქუჩაში ესაა სტიქია, ესაა როგორც გრიგალი – რა შედეგები მოჰყვება, ცუნამი იქნება თუ არ იქნება, დაემხობა ხელისუფლება იმ დღესვე თუ მოემზადება დასამხობად, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ –  ეს ბრძოლა, რომელშიც ჩვენ შესული ვართ, ბიძინა ივანიშვილისთვის განწირულია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მან დააპატიმრა, არის ჩვენი მომავალი პოლიტიკური ელიტა”, – განაცხადა  ლევან ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე