ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”-| ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ.
“სად მივდივართ?” – ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: “ევროპაში!”
“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
“სა-ქართ-ვე-ლო”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
“დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!”, – განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მთავარი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.