კონსტანტინ კოსაჩოვი – ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალადობრივ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა საქართველოს საქმეებში უცერემონიო ჩარევაა – კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე

ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობა თბილისში, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში საქართველოს საქმეებში უცერემონიო ჩარევაა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.
კოსაჩოვმა მან მათი ქმედება უკრაინის „მაიდანში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა.
„ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ საპროტესტო აქციაში – კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება – საცდელი სუბიექტების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა მთელი მსოფლიოს თვალწინ“, – აღნიშნა კოსაჩოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ