“ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოჭრილ დრონებს ჩამოვაგდებთ” – რუმინეთი

რუმინეთი მზად არის ჩამოაგდოს ის დრონები, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა.
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადება 25 ნოემბრის ინციდენტს უკავშირდება, როდესაც რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ხოლო თვითმფრინავებმა, რომლებიც აფრინდნენ, ის არ ჩამოაგდეს. ამან კითხვები გააჩინა, შეუძლია თუ არა რუმინეთს მსგავსი დრონების ჩამოგდება.
პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, დანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის.
„ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობა გვქონდა, ყველა მომზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ტექნოლოგიური ადაპტაცია განხორციელდა. ახლა უკეთესად ვართ, ვიდრე ერთი თვის წინ, და სამ თვეში უკეთესად ვიქნებით მომზადებული, ვიდრე ახლა. თუ დრონები იქნება, დაინახავთ, რომ მათ ჩამოვაგდებთ“, – განაცხადა დანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”