ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთი მზად არის ჩამოაგდოს ის დრონები, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთი მზად არის ჩამოაგდოს ის დრონები, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან

რუმინეთი მზად არის ჩამოაგდოს ის დრონები, რომლებიც ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა.
რუმინეთის პრეზიდენტის განცხადება 25 ნოემბრის ინციდენტს უკავშირდება, როდესაც რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, ხოლო თვითმფრინავებმა, რომლებიც აფრინდნენ, ის არ ჩამოაგდეს. ამან კითხვები გააჩინა, შეუძლია თუ არა რუმინეთს მსგავსი დრონების ჩამოგდება.
პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, დანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის.
„ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობა გვქონდა, ყველა მომზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ტექნოლოგიური ადაპტაცია განხორციელდა. ახლა უკეთესად ვართ, ვიდრე ერთი თვის წინ, და სამ თვეში უკეთესად ვიქნებით მომზადებული, ვიდრე ახლა. თუ დრონები იქნება, დაინახავთ, რომ მათ ჩამოვაგდებთ“, - განაცხადა დანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.