“ჩვენს საზღვართან NATO-ს გაძლიერებას უპასუხოდ არ დავტოვებთ” | ფინეთის ელჩი რუსეთის საგარეოში დაიბარეს

ვაშინგტონსა და ჰელსინკს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, ს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფინეთის ელჩი დაიბარეს. უწყების პრესსპიკერი, აცხადებს, რომ მათ საზღვრებთან “NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებენ.”
“საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს უთხრეს, რომ მოსკოვი ჩვენს საზღვართან NATO-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას უპასუხოდ არ დატოვებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს და ფინეთისა და მისი NATO-სს მოკავშირეების აგრესიული გადაწყვეტილებების საპასუხოდ აუცილებელ ზომებს მიიღებს,” – ამტკიცებს ზახაროვა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ში ომის დაწყების შემდეგ, ფინეთი NATO-ში გაწევრიანდა.
18 დეკემბერს კი ქვეყანამ -სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა – მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი, , მეზობელ ქვეყანას დაემუქრა.
ამ გადაწყვეტილებით აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვდომის საშუალებას მიეცა.