ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კოლომინა: თუ ოჩამჩირეში რუსეთის დაანონსებული სამხედრო ბაზიდან დაგვესხმებიან, NATO იმოქმედებს

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან NATO-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.
ეს განცხადება მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში გააკეთა. ის ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ალიანსის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილია.
ამასთან, მან საქართველო-NATO-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური გეზისადმი და NATO გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.