"ჩვენი ხმა ევროპას" | სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
ორბელიანების სასახლეში დღეს პრეზიდენტმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"სამედიცინო სფერო, რომელიც დღეს აქ არის შეკრებილი, არის ის ნაწილი ჩვენი საზოგადოების, რომელიც ყველაზე კარგად აცნობიერებს, რამდენად სჭირდება ჩვენ ქვეყანას ევროპა, ევროპული სტანდარტები, ამ სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, ეს არის ჩვენი მომავალი", - თქვა ზურაბიშვილმა.
ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. ინიციატივა საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.