არქივი27 ნოემბერი, 2023, 17:54
"ჩვენი ხმა ევროპას" | სალომე ზურაბიშვილი მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას" უერთდებიან. სახელმწიფოს მეთაურის ინიციატივით კამპანია 8 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვასაც ითვალისწინებს.
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას უკვე შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც და თავიანთი მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ პეტიციაზე ხელმოწერით დაადასტურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.