ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი სამშობლო ჩვენი სიამაყეა. ჩვენი სიამაყეა საქართველოს თვითმყოფადობის სამი უმთავრესი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქართველი ხალხის სიამაყეა საქართველოს თითოეული კუთხე, უნიკალური ენა და დამწერლობა და საქართველოს დედა ეკლესია.
„ჩვენი სიამაყეა ჩვენი სამშობლოს თითოეული ულამაზესი კუთხე – ულამაზესი ბუნებითა და ულამაზესი ადამიანებით; ჩვენი სიამაყეა ჩვენი უნიკალური ენა და დამწერლობა; ჩვენი სიამაყეა საქართველოს დედა ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს წმინდა ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – ილია მეორეს, რომელმაც თავისი სიბრძნითა და ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით