მამუკა მდინარაძე: მეამაყება რომ ვარ ქართველი! მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!

“ჩვენი სამშობლოს ისტორია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაა, ეს ქართული გენეტიკური კოდია!
მამული, ენა, სარწმუნოება – ერის მთავარ სლოგანადქცეული ტრიადა!
რამდენ სიკეთეზე შეიძლება ითქვას დღეს, რომ საქართველოს არასდოს ჰქონია ამხელა ეკონომიკა, ამხელა წინსვლა კორუფციასთან ბრძოლაში, ამხელა პროგრესი ადამიანის უფლებების, სიღარიბის დაძლევის, ინფრასტრუქტურის განვიათარების, სპორტის, ევროინტეგრაციის და სხვა უამრავი
მიმართულებით, მაგრამ მაინც, უმთავრესზე უმთავრესი დამოუკიდებლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესია – საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს!
ამას ებრძვიან, ეს აღიზიანებთ, ეს აცლით შანსს, ჩვენი სამშობლო სხვა, საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ, თუმცა საქართველო აღარავის დაემონება! ჩვენი სამშობლოსა და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება! ჩვენ ეს შევძელით და ამას ვეღარაფერი, ვერანაირი შანტაჟი, გარედან ამორალური ჩარევები და ემისრობა ვერ მოერევა! ქართული გენეტიკური კოდი უზრუნველყოფს, რომ მუდამ ვიბრძოლებთ დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ასამაღლებლად!
26 მაისი ჩვენი დღეა!
მეამაყება რომ ვარ ქართველი!
მეამაყება საქართველოს დამოუკიდებლობა!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო