ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, პირდაპირ ვიტყვი, სულელური განცხადებები კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ჩინეთთან მეგობრობა გვინდა დასავლეთის საწინააღმდეგოდ. ასეთ სისულელეზე მგონი კომენტარიც არ ღირს. ეს არის მორიგი უბადრუკი მცდელობა ოპოზიციის მხრიდან, რომ ჩრდილი მიაყენონ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ “ქრონიკაში” განაცხადა.
სამხარაძის თქმით, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად იგეგმება პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება აზიის სახელმწიფოებთან.
“სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით, წინა დღეს აქ იმყოფებოდა ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ის ადამიანები, რომლებსაც გუშინ შევხვდით, ორი დღის წინ იმყოფებოდნენ -ში და შეხვედრა ჰქონდათ ბლინკენთან. ამიტომ ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობების ქონა არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ გამოსვლას. არცერთ ქვეყანასთან არ ვმეგობრობთ ვინმეს საწინააღმდეგოდ და არ ვამყარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ვინმეს შევეწინააღმდეგოთ. ამ მხრივ არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ისევ არის ევროკავშირში, ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ამავდროულად ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ პარტნიორული ურთიერთობები აზიის სახელმწიფოებთან, იქნება ეს ჩინეთი, არაბული სახელმწიფოები, , იაპონია სამხრეთ კორეა თუ ა.შ. ფუჭი მცდელობები აქვს ოპოზიციას და თავს იგდებენ სასაცილო მდგომარეობაში. ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ფუჭად გასროლილი ვაზნებია ეს ყველაფერი”, – აღნიშნა სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები