ჩვენი პრინციპული პოზიციაა, მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას

როდესაც ლგბტ პროპაგანდა დიდ მასშტაბებს იძენს, სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორეს მხრივ, არათუ შელახავს ან შეამცირებს ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით იმ ადამიანის უფლებებს, ვისაც ეხება ზოგად ეს თემა, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა.
„ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას. უფლებების დაცვა არის ის საკითხი, რომელიც უბრალოდ გამოიყენება, რის ამოფარებასაც ცდილობენ შემდეგ იმისათვის, რომ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან უფლებები და პროპაგანდა, მარტივი ამბავია და უნდა ვთქვათ, რომ განუხრელი უფლებების დაცვა ჩვენი პრინციპული ამოცანაა ყველა ადამიანის, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ და ამ პროპაგანდამ შეიძინა ისეთი მასშტაბი, რომელსაც სჭირდება პრევენცია დღეს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ დიახ, ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა, იგივე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ თუ დღეს უფრო გამწვავდა ეს პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ და ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს