ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ - არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, განმარტა, რომ ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ.
„რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ეს პრინციპული პოზიცია ყოველთვის იქნება შენარჩუნებული. პირველია ჩვენი ქვეყანა, ეროვნული ინტერესი.
ივანიშვილთან დაკავშირებით ბინძური სპეკულაციებია. რას წარმოადგენს ეს ადამიანი, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის მისი გაკეთებული საქმეებით, განვლილი ცხოვრებით. ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ კეთდებოდა რეზოლუციები და განცხადებები. მარტივად დადასტურდა, რომ ფულის გადახდით ხდებოდა რეზოლუციების მიღება, განცხადებების გავრცელება, ასევე, კამპანია სააკაშვილის გადარჩენაზე, ჯერ რა ჰქონდა გადასარჩენი?! ეს განცხადებები ჩალის ფასია“,-აღნიშნა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.