“ჩვენი პარტნიორების ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც “ოცნებას” უნდა გაეკეთებინა” | ჯაფარიძე რეზოლუციაზე და მიხეილ სააკაშვილის სამძიმარი გინტურის ოჯახს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენი და ჩვენი პარტნიორების დიდი ძალისხმევით, ვაკეთებთ იმას რაც ქართულ ოცნებას უნდა გაეკეთებინა!“ – განაცხადა ს წარმომადგენელმა, მ თამაზ გინტურთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელსაც დღეს უყრიან კენჭს.
ევროპარლამენტი გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას! ასევე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. თამაზ გინტურის მკვლელობა შეფასდა როგორც კიდევ ერთი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ.
ასევე საუბარია იმაზე რომ ოკუპანტმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიყვანოს თავისი სამხედროები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთხელ თამაზ გინტურის გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება და ნათელია, რომ იმას რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, აკეთებს ქართველი ხალხი და ტყვეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად. მესამე პრეზიდენტის დაპირება შესრულებულია, ასევე გპირდებით რომ ადრე თუ გვიან დაისჯებიან დამნაშავეები და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს!“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ბრიფინგს ესწრებოდა მოკლული თამაზ გინტურის ძმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპარლამენტარებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტს:
„მივესალმები მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ციხიდან გამოგზავნა სამძიმრის წერილი ჩემი ძმის ოჯახში. დიდი მადლობა ბატონო მიშა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გიორგობას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ანა ფოტიგას მხარდაჭერისთვის.“ – განაცხადა თამაზ გინტურის ძმამ, გივი გინტურმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი თამაზ გინტურის ოჯახს:
„კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ უკეთილშობილესი ვაჟკაცის, თამაზის გარდაცვალებას. გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ აუცილებლად მივაღწევთ მისი მკვლელების პოვნას და დასჯას. ავწევთ ამ თემას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე და არავის მოვასვენებთ, სანამ სამართალი არ აღსრულდება.“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილში.