პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩვენი მხრიდან საახალწლოდ კვერცხზე ფასის გაძვირება გამორიცხულია“ - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„ჩვენი მხრიდან საახალწლოდ კვერცხზე ფასის გაძვირება გამორიცხულია“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა. მისივე თქმით მომხმარებელი, არა თუ კვერცხის ფასზე ზრდას, არამედ საახალწლოდ აქციების ფარგლებში კლებასაც უნდა ელოდოს.
„ახალ წელს ვხვდებით საკმაოდ ნორმალურად, გვაქვს შესაბამისი რაოდენობის მარაგი და პროდუქცია არც დეფიციტშია და არც ფასის მატებას არ ველოდებით. ყველანაირი წინაპირობაა იმისა, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს და წელი ნორმალურად დაიხუროს.
გამორიცხულია ახალ წელს ჩვენი მხრიდან კვერცხზე ფასის მატება, მე ვიცი, რომ რეალიზაციის სამსახურსა და ქსელურ მარკეტებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და მთელი რიგი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ საახალწლო ფასდაკლებები გვქონდეს და პროდუქცია არანაირად არ გაძვირდება“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.