„ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი“ – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:
“ყველაფერი, ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით. […] მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან რეგულარულად უზრდელობს რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. […] ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან და იყო მეორე შემთხვევა, როცა იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მიეცა ასევე შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ