თითქმის არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს | კობახიძე
"ყველაფერი, ყოველ ჯერზე დაიწყო ამ ქალი დეპუტატების უზრდელობით. [...] მე არ მახსენდება ქალი დეპუტატი ოპოზიციიდან, რომელიც რეგულარულად არ უზრდელობს, თითქმის არ მახსენდება, შეიძლება არის ერთი ან ორი ასეთი, მაგრამ უმეტესობა ამ ქალი დეპუტატებიდან რეგულარულად უზრდელობს რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა. [...] ჩვენი დეპუტატების შემთხვევაში, მე არ მახსენდება უზრდელობის ფაქტი, იყო ერთი გადაჭარბებული განცხადება, რასთან დაკავშირებითაც ერთ-ერთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ბოდიშიც მოიხადა, თუმცა თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერების მხრიდან და იყო მეორე შემთხვევა, როცა იყო აბსოლუტურად უზრდელური განცხადებები, ამაზე მიეცა ასევე შეიძლება გადაჭარბებული რეაქცია ერთ-ერთმა დეპუტატმა".
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.