ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის – პაატა მანჯგალაძე

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსთან” დაკავშირებით, შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია მონაცემებს იზიარებს. მმართველი გუნდის ოპონენტთა უმრავლესობას არ უჩნდება დამატებითი კითხვები, თუ რა მიმართულებით შეიძლება უსწრებდეს საქართველოს მოლდოვა, ან უკრაინა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
“ყველა ვხედავთ, რომ არცერთი ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო საქართველოში, ჩატარებული არ არის. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დემონიზება მიზანმიმართულად მიდის,” – ამბობს პაატა მანჯგალაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში რეფორმები არ ხორციელდება.
“მთავარი გზამკვლევი, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, იყო 12 პუნქტი. საქართველო ჩამორჩება მთავარ პარტნიორ ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინას, მეზობელ ქვეყნებს და ეს, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში არ ხორციელდება რეფორმები,“ – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული