– 17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არცერთხელ ქართველ ხალხს – ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?!

17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობას, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, დასახელდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობა ქართველი ხალხისთვის სახიფათო და შეურაცხმყოფელია.
„17-ჯერ გადაუხადეს მადლობა ივანიშვილს, არც ერთხელ ქართველ ხალხს. ნუთუ ეს არ კმარა იმისთვის, რომ ყველაფერი დავასრულოთ?! სირცხვილის ეს მასკარადი ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფაა.
„ქართული ოცნების“ დღევანდელი ყრილობა ნათელი მტკიცებულებაა იმის, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნა სახიფათოა ხალხისთვის. დავკარგეთ მთელი თორმეტი წელი, ძვირფასი დრო ჩვენი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ახალი „ქოცი“ მინისტრები და პრემიერ-მინისტრები გვძარცვავდნენ. ხალხი რჩება მოტყუებული და გაღარიბებული.
ცვლილებები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები რეალურია და ხალხის გამარჯვებაც რეალურია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ