არქივი22 დეკემბერი, 2023, 18:11
ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა | მასობრივი მკვლელობა პრაღაში
ჩეხეთი პრაღის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად მოკლულ 15 ადამიანს გლოვობს. ხვალ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაირეკება გლოვის ზარები და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ. დედაქალაქის ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმა ყველაზე საშინელი მასობრივი მკვლელობაა ჩეხეთის ისტორიაში.
სროლა გუშინ შუადღისას 3 საათზე დაიწყო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის შენობაში.
თავდამსხმელი 24 წლის სტუდენტი იყო, პოლიციის ინფორმაციით, ის ლიკვიდირებულია. მასიური სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, დაშავებულია 35-ზე მეტი ადამიანი.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.