ჩეხეთში ხალხმა უკრაინაში გამათბობლების გასაგზავნად ხუთ დღეში $6 მილიონი შეაგროვა

ჩეხეთში, სახალხო დონაციის კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის გენერატორების, გამათბობლებისა და ბატარიების შესაძენად 5 დღეში $6 მილიონი შეგროვდა.

კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინული ენერგოინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც უკრიანის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ინჟინრები აქტიურად მუშაობენ დაზიანებული ქსელების აღსადგენად, თუმცა, -20 გრადუს ცელსიუსამდე ყინვების ფონზე, ათიათასობით უკრაინელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა.

კამპანიის ინიციატორი ორგანიზაცია darekproputina.cz-ია, რომელიც უკრიანისთვის დონაციებს 2022 წლიდან აგროვებს და კიევისთვის სამხედრო ვერტმფრენების, დრონებისა და სამხედრო თუ სამედიცინო აღჭურვილობის საყიდლად უკვე $55 მილიონის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული.

Kyiv Independent-ის ცნობით, 24 და 25 იანვარს, რუსეთის საჰაერო თავდასხმის შემდეგ,  უკრაინის ტერიტორიის 80%-ში ელექტორენერიის მიწოდება შეიზღუდა, შენობების 15% კი გათბობის გარეშე დარჩა. რუსულმა ძალებმა საჰაერო იერიში კიევის გარდა ხარკოვზე, დნიპროსა და ზაპოროჟიეზე მიიტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია