ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთმა უკრაინა 3:2 დაამარცხა

ჩეხეთმა უკრაინა 3:2 დაამარცხა

ერთა ლიგის მეორე ტურში, B ლიგის 1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერია, ჩეხეთმა სახლში უკრაინას 3:2 მოუგო.
დუბლი „პლზენის“ ნახევარმცველმა პაველ შულცმა შეასრულა. ჩეხეთმა პირველი სამი ქულა მოიპოვა, უკრაინამ კი მეორე შეხვედრაც წააგო.
ჯგუფში მომდევნო ტური 11 ოქტომბერს ჩატარდება - ჩეხეთი ალბანეთს, უკრაინა კი საქართველოს შეხვდება.
ჩეხეთი - უკრაინა 3:2
გოლები: 1:0 შულცი (21), 1:1 ვანატი (37), 2:1 შულცი (45+2), 3:1 სოუჩეკი (80, პენ), 3:2 სუდაკოვი (84)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.