პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მორიგ მატჩში ალბანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად არიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.