არქივი14 აგვისტო, 2024, 15:52
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას უფლება აქვს თავი აგრესორის ტერიტორიაზეც დაიცვას
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას უფლება აქვს თავი აგრესორის ტერიტორიაზეც დაიცვას.
„2014 წლიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსულმა აგრესიამ მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა. თუ ჩვენ სამართლიანი სამყარო გვსურს და არა მისი ილუზია, მაშინ გამოსავალი არის სიტუაცია, როდესაც ყველა არმია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დაუბრუნდება“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.
ცნობისთვის, ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმაც განაცხადა, რომ უკრაინას კურსკის ოლქში ოპერაციის სრული უფლება აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.