ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის განცხადებით, უკრაინას დანიური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია.
„თავდაცვა შეიძლება აგრესორის ტერიტორიაზე შესვლას მოიცავდეს. თუ თქვენ ამის ფარგლებში თავდამსხმელის ინფრასტრუქტურას ან სამხედრო ობიექტებს შეუტევთ, მაშინ ეს ომის წესებს სრულად შეესაბამება“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ დანიის მხარდაჭერა უცვლელი რჩება.
„არ შეგიძლიათ დააწესოთ საზღვარი, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზეა შესაძლებელი“, - აღნიშნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დანიის მთავრობამ და პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 115,8 მილიონი დოლარის გამოყოფის საკითხი განიხილეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.