ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ

თუ უკრაინა დაეცემა, ჩვენ რუსეთს ცოტათი უფრო ახლოს შევეჯახებით, ფაქტობრივად ევროკავშირის საზღვრებზე, ძალიან ახლოს ჩეხეთთან და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებას ევროპის უსაფრთხოებისთვისაც მოაქვს სარგებელი.
„უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში ჩვენ რუსეთის იმპერიულ ექსპანსიას ვაჩერებთ, რომელიც ასევე, ცენტრალური ევროპის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ილესავს კბილებს“, - აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.