ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საფრანგეთსა და იტალიას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„მაშინ, როცა საერთაშორისო უსაფრთხოების უდიდესი გამოწვევებს წინაშე ვიმყოფებით, ჩვენი პასუხი, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, სიძლიერე და გამძლეობა უნდა იყოს“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ღაზასა და უკრაინაში არსებული სიტუაციის განხილვას აპირებს.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ემანუელ მაკრონსა და მის ფრანგ კოლეგას, კატრინ კოლონას შეხვდება. მოგვიანებით კი, შეხვედრას რომში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.