ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის აზრით, უკრაინის ომის გამო დაღლილობა დიდ რისკს შეიცავს

უკრაინის კონტრიერიში ისე არ ვითარდება, როგორც ამას თავად უკრაინელები იმედოვნებდნენ, დასავლეთის მხარდაჭერა არ იყო საკმარისად მასირებული და ოპერატიული, მზადებაზე დახარჯულმა დრომ კი რუსეთს საშუალება მისცა, ძალზე კარგად მომზადებულიყო უკრაინის კონტრიერიშისთვის, განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ჩეხეთის არმიის სარდლობის სხდომაზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა ში. ამის შესახებ České noviny იტყობინება.
წარსულში იყო საკადრო სამხედრო – არმიის გენერალი. იყო ჩეხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, ხელმძღვანელობდა ნატოს სამხედრო კომიტეტს.
პაველის თქმით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში დაბრკოლებები შეინიშნება და, გასაგები მიზეზების გამო, უკრაინელი სამხედროები არა მხოლოდ დაღლილობას, არამედ დასავლეთით იმედგაცრუებასაც გრძნობენ.
უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მინიმუმ ერთი მესამედი განადგურებულია, ზამთრამდე მისი აღდგენა ვერ მოხერხდა და ეს დამატებით პრობლემებს შექმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის, მიაჩნია პაველს.
მისი სიტყვებით, სა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები მრავალ გაკვეთილს გვასწავლის არა მხოლოდ არმიის, არამედ მართვის სისტემის, დაზვერვისა და ლოგისტიკის ადაპტაციის სფეროებში.
ჩეხეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ უკრაინაში ომი შეიცავს დიდ საფრთხეს, კერძოდ, სამხედრო დაღლილობას, რომელიც უჩნდებათ არა მხოლოდ მებრძოლ მხარეებს, არამედ ყველა ქვეყანაში, რომლებიც მათ ეხმარებიან.
„ეს გამოიწვევს ზეწოლის გაძლიერებას შეთანხმებით კონფლიქტის დასასრულებლად. შეთანხმება, თუკი ის შედგება, რა თქმა უნდა, დამყარებული იქნება რეალურ ვითარებაზე ბრძოლის ველზე,“ – ასეთია ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის პროგნოზი.

ასევე დაგაინტერესებთ