ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ - შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ

2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს.
„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ და ჯერჯერობით ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით არ იქნება. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ“, - განაცხადა პეტრ პაველმა.
პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ იგი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა.
„მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება შედგეს იქამდე, სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.