ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, "კოლაფსი იქნება" | ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა

"თუ უკრაინაში ომი 2024 წელს არ დასრულდება, "კოლაფსი იქნება", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩასვლის შემდეგ საუბრობს. პეტერბურგში მყოფ ლუკაშენკოს ასევე ჰკითხეს, მომავალ წელს უკრაინასთან თანამშრომლობის შანსი არსებობს თუ არა.
"ვფიქრობ, ეს უბრალოდ შანსია. ჩვენ როგორმე უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან, რათა გაიგონ, რომ ეს ერთადერთი შანსია. თუ არ გამოიყენებენ, იქნება სრული ნგრევა... წნევა უკვე ძალიან ძლიერია. თქვენ ალბათ შენიშნეთ ზელენსკის პრესკონფერენციიდან, რომ ის იწყებს გაგებას", - თქვა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის ლუკაშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთში დღეს, 25 დეკემბერს ჩავიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.