ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონტროლის სრული აღდგენა მის მთელ ტერიტორიაზე ნატო-ში გაწევრიანების სავალდებულო პირობა არ არის

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენაზე.
ჩეხეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის მიერ კონტროლის სრული აღდგენა მთელ ტერიტორიაზე არ არის სავალდებულო პირობა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
„თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატო-ში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის იმ დროს გააკონტროლებს“, – განმარტა მან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიხსენა გერმანიის მაგალითი, რომელიც ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა მისი ტერიტორიის ნაწილი 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე იურიდიული, რათა უკრაინას მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების საშუალება ნატო-ს რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, – აღნიშნა პეტრ პაველმა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად უნდა განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს