პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხების მწვრთნელმა ტრავმირებული სადილეკის ნაცვლად ნახევარმცველი გამოიძახა

ჩეხების მწვრთნელმა ტრავმირებული სადილეკის ნაცვლად ნახევარმცველი გამოიძახა
ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ტრავმირებული "ტვენტეს" 25 წლის ნახევარმცველის მიხაელ სადილეკის ნაცვლად, რომელიც ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და ფეხის არეში ჭრილობა მიიღო, "სლავიას" 30 წლის შუახაზელი პეტრ სევჩიკი გამოიძახა.
პრაღული გუნდის წევრი ეროვნული ნაკრების მაისურა 15 შეხვედრაში მოურგია და ის გასულ ევროზე, როდესაც მისი ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, შემადგენლობაში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი F ჯგუფში თურქეთთან და პორტუგალიასთან ერთად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.