გურამ მაჭარაშვილი გვარამიაზე – როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი

როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება პარტია “ახალის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განცხადებას.
მაჭარაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიასთვის დედა ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია და მიაჩნია, რომ ქართული ძველია, ხოლო ინგლისური ახალი, მას მაინც სურს დააჯეროს საზოგადოება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
“როცა შვილების მშობლიური ენა ქართულის ნაცვლად ინგლისურია, ოჯახში სალაპარაკო ენაც ქართულის ნაცვლად ინგლისურია, დედა ენა ქართული კი არა ინგლისურია, ანუ ქართული ძველია და ინგლისური ახალია, თუმცა გინდა დაგიჯერონ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვი!”, – წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ