№6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე საკუთარი შვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს და ამბობს, რომ მისი სიცოცხლე იქ სათანადოდ დაცული არ არის.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თუ მისი მითხოვნა არ შესრულდება, იძულებული გახდება “შურისძიებაზე გადავიდეს“.
“მე მარტო გეყოფით, დამიჯერეთ“, – ამბობს ის.
მივმართავ ბატონ ტრაპაიძეს და შესაბამის ორგანოებს, ვისაც ეს ეხება, დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნას გიორგი მე-6 საპყრობილედან, რათა რამე არ დაუშავონ იქ. იცოდეთ, რომ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ, ისე ნუ გააკეთებთ, რომ შურისძიებაზე გადავიდე. მე მარტო გეყოფით, დამიჯერეთ. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, სასწრაფოდ გადაყვანილი იყოს, თორე ის იმ 9 -10 ბადრაგმა, ვინც იძალადა გიორგიზე, ყველა მისი წინააღმდეგია, რადგან ეს ჩვენ გავახმოვანეთ. გიორგი კაცურად მოიხდის სასჯელს, მის დანაშაულზე აგებს პასუხს, მაგრამ არ 17 წელს, – განაცხადა ირმა დავითაძემ.
პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და რომ მასზე ძალადობა სისტემატურად ხორციელდება.
- გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს თბილისის საკრებულოში “კოალიცია “ქართული ოცნების” სიით შევიდა და იქ ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.




