ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი ბაჩო ახალაიას “შვილების დაობლებით ემუქრებოდა” (ვიდეო)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად პატირმობაში მყოფი ბაჩო ახალაიას მეუღლე, ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ახალი შეფი, თამაზ ბორაშვილი სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ, მის მეუღლეს “შვილების დაობლებით ემუქრებოდა”.

“თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით  ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის, თამაზ ბორაშვილის სიტყვებია” – წერს სოციალურ ქსელში ანი ნადარეიშვილი.

ადვოკატი სუს-ის ახალ შეფს მიმართავს და ფბ- პოსტით უთვლის, რომ “პასუხს აგებს დანაშაულისთვის”.

2025 წლის 25 დეკემბერს ჩემს სახლში სუს-ის თანამშრომლები და ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები შემოვარდნენ. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დამაკავეს ჯერ მე, ჩემი არასრულწლოვანი შვილის და ოჯახის თვალწინ, შემდეგ კი ჩემი მეუღლე – ბაჩო ახალაია.
სუს-ის შენობაში გადაყვანის შემდეგ ჩემს მეუღლეს პირდაპირ ეუბნებოდნენ: “თუ შენს მეგობრებზე ჩვენებას არ მისცემ, ორივეს 10 წლით  ციხეში გაგვიშვებთ, თქვენი შვილი კი ობლად დარჩება” – ეს ამ ადამიანის
– თამაზ ბორაშვილის სიტყვებია, რომელიც 2 დღის წინ ივანიშვილმა სუს-ის უფროსად დანიშნა.
მივმართავ ბორაშვილს: მე კარგად მახსოვს შენი სახე, როდესაც ბაჩოს თავზე ედექი და მე ხელბორკილით ჩამატარეთ მის თვალწინ სუს-ის შენობაში. შენ იცი, რაც გააკეთე და პასუხს აგებ იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინე, რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს!”- წერს ანი ნადარეიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სუს-ის შენობაზე მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაძე ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზეც ისაუბრა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი თამაზ ბორაშვილი სუს-ის ახალ ხელმძღვანელად დაამტკიცეს.
  • მას ხმა პარლამენტის 83 დეპუტატმა მისცა.
  • კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან