ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" წინ მიიწევს - "სიტის" ვარდნა გრძელდება [VIDEO]
![ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" წინ მიიწევს - "სიტის" ვარდნა გრძელდება [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/ee6782dc3789ccd0a16ea1cae3f52a25-6tGAec.jpeg)
ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტურის დარჩენილი შვიდი მატჩი გაიმართა.
„ბარსელონამ“ ძალიან საინტერესო და ლამაზ შეხვედრაში გასვლაზე „დორტმუნდს“ 3:2 მოუგო, ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იზეიმა და 15 ქულით მეორე ადგილზეა. „დორტმუნდი“ 12 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.
„იუვენტუსმა“ სახლში 2:0 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“. გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა, 2 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. „სიტი“ ჩემპიონთა ლიგაზე 8 ქულით 22-ე ადგილზეა და შემდეგი მატჩი 22 იანვარს პსჟ-სთან აქვს.
ბენფიკა - ბოლონია 0:0
დორტმუნდი - ბარსელონა 2:3
გოლები: 0:1 რაფინია (53), 1:1 გირასი (60, პენ), 2:1 ფერან ტორესი (75), 2:2 გირასი (78), 2:3 ფერან ტორესი (85)
ფეიენოორდი - სპარტა 4:2
გოლები: 1:0 ტრაუნერი (8), 2:0 პაიშო (10), 3:0 ჰაჯი მუსა (30), 3:1 რაჰმანი (42), 4:1 ხიმენესი (63), 4:2 ბალენი (79, საკ. კარში)
იუვენტუსი - მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (53), 2:0 მაკენი (75)
მილანი - ცრვენა ზვეზდა 2:1
გოლები: 1:0 ლეაო (42), 1:1 რადონიჩი (67), 2:1 აბრაჰამი (87)
შტუტგარტი - იანგ ბოიზი 5:1
გოლები: 0:1 ლაკომი (6), 1:1 შტილერი (25), 2:1 მიიო (53), 3:1 ფიურიხი (61), 4:1 ვაგნომანი (66), 5:1 კაიტელი (75)
არსენალი - მონაკო 3:0
გოლები: 1:0 საკა (34), 2:0 საკა (78), 3:0 ჰავერტცი (88)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.