კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]
![კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ლილთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/bbd6b02e53ae7d4443e6fce0e2ef25a5-0VG8el.jpeg)
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „შტურმი“ საფრანგეთში „ლილთან“ 2:3 დამარცხდა.
თამაში გახსნილი და ლამაზი სანახავი გამოვიდა: მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ მიკა ბიერეტმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, 81-ე წუთზე „შტურმის“ კარი ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა დალაშქრა და „ლილს“ გამარჯვება მოუპოვა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.
გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს და 21 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
ლილი - შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.