ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ფავორიტები გავიდნენ - "სიტი" ადვილად, "რეალი" კი დიდი ბრძოლის შედეგად

ჩემპიონთა ლიგაზე ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი გაიმართა და კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.
„რეალს“ „ლაიფციგთან“ პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდა მოგებული, სახლში კი მეტად დაძაბულ დაპირისპირებაში ფრედ, 1:1 ეთამაშა და გერმანული გუნდის ბარიერი გადალახა, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.
„მანჩესტერ სიტიმ“ „კოპენჰაგენს“ საკუთარ მოედანზეც სძლია, ისევ 3:1 და მეოთხედფინალში გავიდა. დანიური გუნდის განაცხადში ისევ არ იყო დავით ხოჭოლავა, რომელმაც ტრავმა ჯერ ვერ მოირჩინა.
რეალი - ლაიფციგი 1:1
გოლები: 1:0 ვინისიუსი (65), 1:1 ორბანი (68)
მანჩესტერ სიტი - კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 აკანჯი (5), 2:0 ალვარესი (9), 2:1 ელიუნუსი (29), 3:1 ჰოლანი (45+3)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.