ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: კეინის და მბაპეს დუბლები - "ბაიერნი" და პსჟ მეოთხედფინალში გავიდნენ
ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა და ორი პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
„ბაიერნმა“ რომში 0:1 წაგების შემდეგ, სახლში „ლაციოს“ 3:0 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პსჟ-მა "სოსიედადს" ისევ სძლია, ამჯერად 2:1 და მეოთხედფინალში მეტოქეს ელის.
. პსჟ ბოლო 21 მატჩში დაუმარცხებელია - 15 მოგება და 6 ფრე. ნოემბრის შემდეგ არ წაუგია.
. მბაპემ ამ ტურნირის პლეი-ოფში 18 გოლი გაიტანა.
. კეინის ანგარიშზე „ბაიერნში“ 33 შეხვედრაში 33 გოლია - ჩემპიონთა ლიგაზე 27-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ინგლისელთაგან უფრო მეტი მხოლოდ რუნიმ გაიტანა - 30.
. პსჟ-მა მეოთხედფინალის საგზური 2021 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
. ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე 57-ე "მშრალი მატჩი" ჩაატარა და კასილიასის რეკორდი გაიმეორა.
ბაიერნი - ლაციო 3:0
გოლები: 1:0 კეინი (36), 2:0 მიულერი (45+2), 3:0 კეინი (66)
სოსიედადი - პსჟ 1:2
გოლები: 0:1 მბაპე (15), 0:2 მბაპე (56), 1:2 მერინო (89)
ძაან მაგარია მბაპე. დღევანდელი მოცემულობიდან ალბათ საუკეთესოა.ესე თუ გააგრძელა ოქროს ბურთს აიღებს. პსჟ მგონია ლიგის მომგები, მიუხედავად იმისა რომ რეალი და სიტი მათზე უფრო ძლიერები არიან
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.