ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დრამა მადრიდში - ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის ორი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ჩატარდა.
„ატლეტიკომ“ გასვლაზე 0:1 წაგების შემდეგ ,სახლში „ინტერს“ ძირითად დროში 2:1 მოუგო, ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერია მადრიდელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს.
"ინტერი" 2024 წელს პირველად დამარცხდა - აქამდე 14 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და 1 ფრედ დასრულებული.
ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მეოთხედფინალში ვერც ერთი იტალიური გუნდი ვერ გავიდა.
პსვ-სა და „დორტმუნდის“ პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, დღეს კი გერმანულმა გუნდმა 2:0 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„დორტმუნდი“ 1/4-ფინალში 2021 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს - მაშინ „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.
ატლეტიკო - ინტერი 2:1 (პენ 3:2)
გოლები: 0:1 დიმარკო (33), 1:1 გრიზმანი (35), 2:1 დეპაი (87)
დორტმუნდი - პსვ 2:0
გოლები: 1:0 სანჩო (3), 2:0 როისი (90+5)
მეოთხედფინალების ყველა მონაწილე გამოვლინდა: "რეალი", "ბარსელონა", პსჟ, "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ბაიერნი", "დორტმუნდი" და "ატლეტიკო". კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება.
სიმეონე ჯიგარი და მგელია. ეს იტალიის ჩემპიონატი საქართველოს ჩემპიონატს გავს დონით ოხონდ კაი დოზით აქვთ პიარი. ულოცავ მადრიდის მთავარ გუნდს გასვლას სრულიAთ დამსახურებულად

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.