ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"წყვილში ფავორიტად ყველა "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევს, მაგრამ..." - რა თქვა ანჩელოტიმ წილისყრაზე

გუშინ, 15 მარტს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალი" ორმატჩიან დუელში ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
"ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა, საკუთარი გუნდის ბოლომდე სჯერა.
"მანჩესტერ სიტის" ყველა ფავორიტად მიიჩნევს. ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია. არ აქვს მნიშვნელობა, რომ საპასუხო მატჩი მანჩესტერში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასპარეზობა ყოველთვის რთულია. თუ მოგება გინდა, საუკეთესო უნდა დაამარცხო. ალბათ, დღესდღეობით "მანჩესტერ სიტი" ევროპაში საუკეთესო
გუნდია", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი მატჩი "ბერნაბეუზე", 9 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა "ეტიჰადზე" 17 აპრილს შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.