ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“ – გიორგი გახარია

„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“ – გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ „ივანიშვილი მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“. მისი განცხადებით, ბიძინამ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პერსონალური ინტერესები და შიშები დააყენა.
„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი სიტყვის შესრულებას. ველოდი, რომ ის იმდენად შემდგარი ადამიანია, რომ თავის პირად, პერსონალურ ინტერესებს და შიშებს არ დააყენებდა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და ველოდი, რომ ადამიანს, რომელსაც ამხელა წარმატებები აქვს მიღწეული, ამდენი კარგი რამ გაუკეთებია ქვეყნისთვის, ამ ყველაფერს წყალს არ გაატანდა რაღაც გლობალური ომის პარტიის ზღაპრების და მილიარდების გამო. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის ტყუილები, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყოველდღიურობის ნაწილი იყო სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.