არქივი22 ოქტომბერი, 2024, 20:59
გიორგი გახარია: ივანიშვილი არაფერში მჭირდება, დღეს ის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შუექმნის, რადგან მისთვის ის უკვე “ტვირთია“.
“რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში“, - თქვა გახარიამ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“.
რაში მჭირდება მე დღეს ივანიშვილი - არაფერში, დღეს ის არის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთი არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მისი გუნდისთვის, მითუმეტეს ჩემთვის. რატო ვარ მე თავაწეული, იმიტომ რომ არასოდეს არაფერი დამიმალავს, პირდაპირ ვეუბნებოდი მასაც და იმ პატარა ბიჭებსაც, ახლა სიებით რომ დარბიან“,- დასძინა მან.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.