ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო

ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩარლზ კირკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის გამოხატვის გამო ევროპარლამენტის დარბაზში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ექპერტი წერს, რომ ევროპარლამენტის მემარჯვენე ფრაქციების დეპუტატებმა გააჟღერეს ინიციატივა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჩარლზ კირკისთვის, რაზეც ევროპარლამენტის სპიკერმა რობერტა მეცოლამ უარი განაცხადა და მას ლიბერალური ფრაქციების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ. აღნიშნულ ფაქტს ევროპარლამენტის დარბაზში პროტესტი მოჰყვა. დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფაქტმა პოლიტიკური პოლარიზების თვალსაჩინო სურათი დაგვანახა.
„ევროპარლამენტის დარბაზში გუშინ დაძაბული სცენა განვითარდა: აშშ-ში მოკლული ჩარლზ კირკის ხსოვნის წუთიერი დუმილით პატივის მიგების წინადადება ხმამაღლა გაჟღერდა, თუმცა მალევე დაიხშო – სპიკერმა რობერტა მეცოლამ მტკიცე უარი განაცხადა მემარჯვენე ფრაქციების ამ ინიციატივაზე, რაც რეგლამენტზე დაყრდნობით, ტრაგედიის პოლიტიზების თავიდან აცილების აუცილებლობით ახსნა.
მისი ეს ჟესტი მაშინვე გააპროტესტა დარბაზის ნაწილმა. მხოლოდ მემარჯვენე ფრაქციების დეპუტატები წამოდგნენ სოლიდარობის ნიშნად, ხოლო ლიბერალ-ფაშისტური უმრავლესობა ადგილებზე დარჩა, რასაც მემარჯვენეთა უკმაყოფილება მოჰყვა, რაც ხმაურითა და მაგიდებზე ბრახუნით გამოიხატა. ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო..“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში