დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს

დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს
გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი , ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეს.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა. ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის. „ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანის საქმეზე დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე, რომლებსაც აღმოაჩნდათ 2,4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ მას აღნიშნული ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა. გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებს, ასევე, რადიკალური ჯგუფების მიერ დაანონსებულ გეგმებს შორის, მაგრამ დესტრუქციულ ძალთა პოლიტიკური თამაშის წესები გვკარნახობს, რომ სავსებით დასაშვებია ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკრაინიდან საქართველოში შემოტანა პირდაპირ უკავშირდებოდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს.
ოპოზიციას ჯანსაღი პოლიტიკური თამაშის წესები არ აწყობს და მათთვის 2012 წლიდან დღემდე გამარჯვების ერთადერთი იარაღი რევოლუცია და სისხლიანი სცენარია. ქართული ოპოზიცია არჩევნებამდე წაგებულ არჩევნებში ბრძოლის სისხლიან მეთოდს ირჩევს. ხელისუფლების შეცვლა არ გამოსდით სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმით და ამას ცდილობენ დონორი ორგანიზაციებისაგან გადმორიცხული ფულით ქუჩის პროცესების დაფინანსებით, დანაშაულის წახალისებით და ახალგაზრდების გამოყენებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმისადმი მისი მაღალპროფესიული დამოკიდებულებით დიდი საფრთხე გაანეიტრალა. ამ საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაგრძელდება რადგან ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების პრევენციული მიზნებისთვის.“ – წერს მეგრელიშვილი.
Previous: ჩარლი კირკის მარტივმა “ტესტმა” გამოააშკარავა პოლიტიკური გახლეჩის თვალსაჩინო სურათი. დაველოდოთ ევროფარისევლების მორიგ ორკესტრირებულ რეზოლუციას ან მზია ამაღლობელის სურდოს, ან ლევან ხაბეიშვილის ფაღარათის გამო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება