ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩაკვეტაძის 60 წუთი და ყვითელი ბარათი - "უოტფორდის" წაუგებელი სერია შეწყდა

ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „უოტფორდი“ სახლში „კარდიფ სიტისთან“ 0:1 დამარცხდა.
ამით შეწყდა „უოტფორდის“ ყველა ტურნირზე წაუგებელი 6-მატჩიანი სერია (2 მოგება და 4 ფრე).
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის კონტრაქტი „გენტისგან“ გამოისყიდეს, მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა კვლავ სასტარტოში დააყენა და მე-60 წუთზე შეცვალა. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.4, flashscore 5.9, whoscored 5.7.
„უოტფორდი“ 41 ქულით მე-11 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 6 თებერვალს თასზე გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ ჩაატარებს.
უოტფორდი - კარდიფ სიტი 0:1
გოლი: ბოულერი
(43)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.